19 აპრ 2019
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია თანამდებობას ტოვებს და პატრიარქის ფონდში ბრუნდება. განცხადება ამის შესახებ ჟვანიამ გაავრცელა.
მისივე თქმით ის ადმინისტრაციაში პირველ მაისამდე დარჩება. როგორც ლაშა ჟვანიამ აღნიშნა მისთვის ყველაზე მტკივნეული რეორგანიზაცია და ადმინისტრაციაში კადრების შემცირება იყო.