დიდი 10 - გათამაშების ნახევარფინალური შეხვედრა

19 აპრ 2019

დღეს 16:00 საათზე ბათუმის „რაგბი არენაზე“ დიდი 10-ის გათამაშების ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართება. ბათუმის სარაგბო გუნდი, რუსთავის "ხარებს" უმასპინძლებს, გუნდები რეგულარულ სეზონში ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ორივე მატჩი რუსთაველი მორაგბეების გამარჯვებით დასრულდა.

წყვილში გამარჯვებული ფინალში ითამაშებს, ხოლო დამარცხებული გუნდი თბილისის „ლოკომოტივსა“ და მარნეულის „არმაზს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება.