AdjaraTV http://site.ajaratv.ge/rss Georgian <![CDATA[ხანუქა არის სიკეთის ბოროტებაზე და სინათლის ბნელზე გამარჯვების დღესასწაული, ანთებული თითოეული სანთელი ათბობს ადამიანების გულებს, ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება დღეს კაცობრიობას - ირაკლი კობახიძე]]> ajaratv.ge/article/161015 https://www.ajaratv.ge/rss მიხარია, რომ ტრადიცია გრძელდება და ქართველები ებრაელებთან ერთად ვიზიარებთ იმ სიხარულს, რომელიც ხანუქასთან არის დაკავშირებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თბილისის დიდ სინაგოგაში, ხანუქას დღესასწაულზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ისრაელს და ებრაელ ხალხს კეთილდღეობა უსურვა.

„ხანუქა არის სიკეთის ბოროტებაზე და სინათლის ბნელზე გამარჯვების დღესასწაული. დღეს კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ, რომ ჩვენ გვაქვს თანაცხოვრების, მეგობრობის, ურთიერთსიყვარულის 26-საუკუნოვანი ტრადიცია, რომელიც ჩვენს ხალხებს აკავშირებს. ეს არის უნიკალური ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. ეს არის ის მემკვიდრეობა, რომელიც შემოგვინახეს ჩვენმა წინაპრებმა და ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ ამ განსაკუთრებულ მემკვიდრეობას და იმ განსაკუთრებულ სიყვარულს, რომელიც სუფევს ჩვენს ხალხებს შორის. ჩვენ ამას ძალიან ვუფრთხილდებით და მომავალშიც გავუფრთხილდებით. დღეს ანთებული თითოეული სანთელი ათბობს ადამიანების გულებს. ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება დღეს კაცობრიობას. ადამიანებს სჭირდებათ მეტი სითბო გულებში და მეტი სიყვარული. მინდა სითბო, სიყვარული და კეთილდღეობა ვუსურვო ისრაელს და ებრაელ ხალხს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

]]>
Sun, 14 Dec 2025 20:38:11 +0400
<![CDATA[არავინ ჩვენი მხარდამჭერი არ იქნება, თუ თავად არ ვიქნებით ჩვენი ქვეყნის ინტერესების დამცველი - მიხეილ ყაველაშვილი]]> ajaratv.ge/article/161016 https://www.ajaratv.ge/rss არავინ ჩვენი მხარდამჭერი არ იქნება, თუ ჩვენ თავად არ ვიქნებით ჩვენი ქვეყნის ინტერესების დამცველი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

ყაველაშვილის თქმით, იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა და მშვიდობა, უნდა მოხდეს მოსახლეობის ინფორმირება იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რაც დღეს ევროკავშირთან მიმართებაში მიმდინარეობს.

„წლების წინ, ჩვენ მიერ იყო ინფორმირება ჩვენი საზოგადოების, ჩვენს მომხრეებშიც იწვევდა განსაკუთრებულ ვნებათაღელვას, რომ რატომ ვსაუბრობდით ასე პირდაპირ, რაში იყო საქმე. დღეს კიდევ აშკარად გამოჩნდა მთლიანი სურათი არსებული გამოწვევებისა ამ გლობალიზაციის სახით, სადაც ჩვენ წინასწარვე გავაანალიზეთ და მთავარი საკითხი იყო, რომ ჩვენი საზოგადოება მომზადებული ყოფილიყო გამოწვევებისთვის, რაც დღეს პრინციპში გამოიკვეთა კიდევაც ევროკავშირთან მიმართებაში, მის ბიუროკრატიის მმართველობასთან, აშშ-სთან ერთგვარ დაპირისპირებასთან და ა.შ. ასეთ სიტუაციაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ფრთხილად ვიყოთ, კიდევ უფრო მეტად ვიყოთ ინფორმირებული მთლიანად საქართველოს მოქალაქეები. ამ სიტუაციაში, რა თქმა უნდა, შედეგებზე უნდა ვიმსჯელოთ და სწორედ იმან გამოიწვია ჩვენი სტაბილურობა და მშვიდობა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა იყო ინფორმირებული  იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რაც დღეს მიმდინარეობს ევროკავშირთან მიმართებაში, რიგ ქვეყნებში, ერთმანეთთან დამოკიდებულებებში და ა.შ ამერიკის ადმინისტრაციას, აშშ-ს  და ევროკავშირის ბიუროკრატიას შორის. ეს ჩვენ რას გვაძლევს, რომ კიდევ კარგად დავაკვირდეთ მოვლენებს, ყოველთვის ჩვენი მოთხოვნა იყო და აქ უკვე უფრო მეტად  გამოიკვეთა ის აზრი, რომ არავინ ჩვენი მხარდამჭერი არ იქნება  თუ ჩვენ თავად არ ვიქნებით ჩვენი ქვეყნის ინტერესების დამცველი, ეს გამოიკვეთა დღევანდელ სიტუაციაში“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ყაველაშვილის თქმით, საქართველოს სურს, რომ ევროპის ნაწილი იყოს.

„უნდა ვიყოთ ფხიზლად იმისთვის, რომ ამ მოვლენებიდან გამოვიდეთ გამარჯვებული, ვგულისხმობ გამარჯვებას იმაში, რომ არ დავუშვათ საქართველოში რადიკალური ძალადობრივი მოქმედებები, სხვა ქვეყნის ჩარევები და ა.შ. ვიყოთ მომართული იმისთვის, რომ უფრო მეტად მშვიდობიანი, სტაბილური და უსაფრთხო გავხადოთ ჩვენი ქვეყანა და ამავე დროს გავაგრძელოთ განვითარების გზა ეკონომიკური განვითარების, სოციალური, კულტურული, ამაში ვიყოთ მზად საქართველოს მოქალაქეები. პროცესი, რა თქმა უნდა, არ იქნება მარტივი, მაგრამ ჩვენ ვიძლევით მაგალითს, რომ ჩვენი სახელმწიფოს ასეთი მიდგომა, ასეთი დამოკიდებულება, რომ პირველ რიგში უნდა დაიცვა შენი საკუთარი ეროვნული ინტერესები, საკუთარი ეკონომიკა, საკუთარი მოქალაქეები, საკუთარი კულტურა და ა.შ. და ამ კონტექსტში ჰქონდეს თანაბარი, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები ყველა ქვეყანასთან, ეს იქნებიან ჩვენი ახლო მეზობლები, პარტნიორები, ყველასთვის ნათელი უნდა იყოს ჩვენი გზავნილები, რომ ჩვენ გვინდა მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება და მზად ვართ ყველასთან დიალოგისთვის.

 

რაც შეეხება ევროკავშირთან, ამას მუდმივად ვიმეორებ, მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ კრიზისი, მათ აქვთ სხვადასხვა გამოწვევები, იქაც ვიმედოვნებთ, რომ ეს ჯანსაღი პროცესები, იმედი გვაქვს, რომ ჰპოვებს განვითარებას,  ის რასაც იმსახურებს ევროპა. რისთვისაც გვაქვს ჩვენ ეს მოლოდინი, რომ ჩვენ აუცილებლად გვინდა, რომ ევროპის ნაწილი ვიყოთ. ამ იმედით უნდა ვიყოთ, რომ ევროპა ჰპოვებს თავის ძალას თავის თავში, რომ გადარჩეს და იყოს ისეთი, როგორც მას შეეფერება ტრადიციულად,საუკუნეების მანძილზე“, –  განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

]]>
Sun, 14 Dec 2025 20:26:56 +0400
<![CDATA[პრემიერ-მინისტრმა საქართველოში იუდაიზმის მიმდევრებს ჰანუკა მიულოცა]]> ajaratv.ge/article/161014 https://www.ajaratv.ge/rss მიხარია, რომ ტრადიცია გრძელდება და ქართველები ებრაელებთან ერთად ვიზიარებთ იმ სიხარულს, რომელიც ხანუქასთან არის დაკავშირებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თბილისის დიდ სინაგოგაში, ხანუქას დღესასწაულზე განაცხადა.მთავრობის მეთაურმა ისრაელს და ებრაელ ხალხს კეთილდღეობა უსურვა.

]]>
Sun, 14 Dec 2025 20:08:50 +0400
<![CDATA[შეჯიბრი კალათბურთში]]> ajaratv.ge/article/161011 https://www.ajaratv.ge/rss ბათუმი საერთაშორისო  სპორტულ აქტივობას ,ჯუნიორ სტარი“-ს მასპინძლობს. ტრადიციული ტურნირი გოგონებსა და ვაჟებს შორის  კალათბურთში მესამე წელია ტარდება. წელს  ტურნირში ბათუმის, სომხეთის,  და თურქეთის ვაჟთა და გოგონათა მოზარდი  გუნდები მონაწილეობენ. სამდღიანი ტურნირის გამარჯვებულები სპეციალური  მედლებით, თასებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან. 

]]>
Sun, 14 Dec 2025 20:06:56 +0400
<![CDATA[შეჯიბრი ჰოკეიში]]> ajaratv.ge/article/161010 https://www.ajaratv.ge/rss ბათუმი წელს პირველად  სპორტულ მარათონს მასპინძლობს  ყინულის  ჰოკეიში. სპორტულ აქტივობას  საქართველოში მცხოვრები  ყინულის ჰოკეის მოყვარული გუნდები არიან  ჩართული სპორტულ მარათოში  თექვსმეტ წელს ზემოთ  ასაკის  სპორტსმენებს შეეძლოთ მონაწილეობის მიღება. აქტივობის მიზანი  ყინულის ჰოკეის   პოპულარიზაცია და  ხელშეწყობაა

]]>
Sun, 14 Dec 2025 20:06:22 +0400
<![CDATA[პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლები ბერლინში არიან]]> ajaratv.ge/article/161013 https://www.ajaratv.ge/rss უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით ბერლინში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია კომუნიკაციების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, დმიტრო ლიტვინზე დაყრდნობით ავრცელებს.გუშინ საღამოს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბერლინში ვიზიტის დროს უახლოეს დღეებში გაიმართება შეხვედრები ამერიკულ მხარესთან, კერძოდ დონალდ ტრამპის წარმომადგენლებთან - სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან - და ასევე ევროპელ მეგობრებთან.დღეს კი ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ბერლინში უკრაინულ-ამერიკული დღე იქნება.

]]>
Sun, 14 Dec 2025 20:02:22 +0400
<![CDATA[როიტერი აცხადებს, რომ უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ უკრაინა ნატოზე უარს იტყვის]]> ajaratv.ge/article/161012 https://www.ajaratv.ge/rss უკრაინის პრეზიდენტი სამშვიდობო მოლაპარაკებების წინ ნატო-ში გაწევრიანების ამბიციაზე უარს ამბობს. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.როგორც მედია იუწყება, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის დასასრულებლად, უკრაინის მხრიდან კომპრომისის სახით, უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ, უარი თქვა ნატო-ში გაწევრიანების ამბიციაზე.უკრაინის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ აშშ-ის, ევროპისა და სხვა პარტნიორების უსაფრთხოების გარანტიები ნატო-ში გაწევრიანების ნაცვლად, უკრაინის მხრიდან კომპრომისი იყო.

]]>
Sun, 14 Dec 2025 20:01:31 +0400
<![CDATA[ადამიანებს, ვისაც „სინდისის პატიმრებს“ ეძახით, დანაშაული აქვთ ჩადენილი - მიხეილ ყაველაშვილი]]> ajaratv.ge/article/161009 https://www.ajaratv.ge/rss თქვენ ხომ გყავთ თქვენი პრეზიდენტი, მას სთხოვეთ და იქნებ შეიწყალოს ის პატიმრები, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტის კითხვას, რომლის მიხედვითაც, „პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით რა შემთხვევაში გამოიყენებთ შეწყალების ბერკეტს?"

ყაველაშვილის განმარტებით, ადამიანებმა, რომლებიც კონკრეტული დანაშაულის გამო არიან დაპატიმრებული, უნდა აღიარონ თავიანთი შეცდომები და გააცნობიერონ არსებული რეალობა.

„შეწყალებასთან დაკავშირებით საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ მე, ჩემი ადმინისტრაცია ეტაპობრივად ვახორციელებთ ხოლმე შეწყალებებს. შემდეგი შეწყალება ალბათ იქნება ნათლისღებისთვის. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხს და კონკრეტულად სხვა ქვეყნის მაგალითს, საკუთარ ქვეყანაში სხვა ქვეყნის მაგალითის მოყვანა, ჩემთვის მიუღებელია. ალბათ როგორმე მიხვალთ იმ ნიშნულამდე, გაითავისებთ, რომ ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი საზოგადოების, მოქალაქეთა უმრავლესობის მიერ არჩეული ხელისუფალი ახორციელებს თავის უფლებამოსილებას. სწორედ ამ იურისდიქციაში უნდა დავრჩეთ ჩვენ. იმ ადამიანებს, ვინც დღეს დაპატიმრებული არიან და ვისაც „სინდისის პატიმრებს“ ეძახით, კონკრეტული დანაშაული აქვთ ჩადენილი. არის კიდევ პოლიტიკური მოტივი, რის გამოც ის ადამიანები, ჩემი აზრით, იყვნენ მოტყუებული, დღემდე მოტყუებულ პროცესში არიან ზოგიერთები.

 

ირონიული კითხვაც დავსვი, პროდასავლელები თუ ხართ, რომელ დასავლეთს უჭერთ მხარს? რომელს უჭერთ მხარს, ამერიკის არსებულ ადმინისტრაციას, თუ ევროკავშირის ადმინისტრაციას, ერთმანეთთან დაპირისპირებულ მდგომარეობაში არიან დღეს. თქვენ რომელ მხარეს ხართ, ამერიკის, თუ ევროკავშირის ბიუროკრატიის? ის მოტყუებული ადამიანები, ახალგაზრდები გამჭვირვალობის კანონის გამო გამოიყვანეთ, მაგის გამო გინდოდათ, რომ ქვეყანაში რევოლუცია მოგეხდინათ. ახალმა ადმინისტრაციამ თავად გააუქმა ორგანიზაციები, რომლითაც იკვებებოდა ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლის გამოც რევოლუციის მოწყობა გინდოდათ საქართველოში. ეს რეალობა უნდა გაითავისონ იმ ახალგაზრდებმა, რომლებიც კიდევ მოტყუებული არიან, დაგყავთ ყოველ დღე და იმ ადამიანებმა, რომლებიც არიან ციხეში. აღიარონ თავისი შეცდომები, ამის მიხედვით ვნახოთ, დავაკვირდებით მოვლენებს, რა და როგორ იქნება. მე დღეს ვერ და არ გაგცემთ პასუხს, რომ ვინმეს შევიწყალებ.

 

ჩვენ არ დაგვიკარგავს ის რეალობა, რაც მაშინ, დაპირისპირების დროს გამოიჩინა ჩვენმა ხელისუფლებამ, ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობის მხარდაჭერით – ჩვენ დავიცავით მშვიდობაც, სტაბილურობაც. სხვა რეალობაა და აუცილებლად გასათავისებელია იმ ახალგაზრდების მხრიდანაც. თუ გაითავისებენ, რომ რეალობა შეცვლილია, თუ არ უნდათ, იმის იქით გაიხედონ და კვლავ რაღაც დავალებებით იმოქმედონ, კარგად ხედავს ჩვენი საზოგადოება, სადამდეა მისული პროცესი, მილევად რეჟიმში არიან, ძალით გამოჰყავთ ეს ხალხი. რას აპროტესტებენ, უკვე კითხვის ნიშანია. გამჭვირვალობის კანონი აღარავის გახსოვთ, რადგან დახურულია ეს თემა. ბევრმა ქვეყანამ მიმართა ანალოგიური კანონმდებლობის მიღებას საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. აღარ არის ის რეალობა, თუნდაც ორი და სამი წლის წინ რაც იყო. გვინდა, გავაგებინოთ ამ საზოგადოებას. იმას კი არ ვგულისხმობ, რომ გინდა თუ არა, ჩემი მხარდამჭერი გახდი, იყავი ამ სახელმწიფოს მყვარებელი ადამიანი, ამ რეალობაში დარჩი და არა ბელარუსის და სხვადასხვა ქვეყნის მაგალითით ვიცხოვროთ აქ. ჩვენ ჩვენი რეალობა გვაქვს. ძალიან თანმიმდევრულები ვართ.

 

რასაც ვსაუბრობდით სამი-ოთხი წლის წინ, იმავეს საუბრობენ დღეს. გაბედოს აბა და ტრამპი გააკრიტიკოს რომელიმე თქვენმა ტელევიზიამ, გაბედოს და ლიზ ტრასი გააკრიტიკოს. ვერ აკეთებთ ამას. საზოგადოებას არ აქვს კითხვა, ეს ჩემი ხელისუფლება და ტრამპი თუ იმავეს საუბრობენ, მაშინ რა განსხვავებაა მათ შორის? ესე იგი, რაღაც სხვა ხდება, სხვა რამესთან გვაქვს საქმე და ამ რეალობის აღქმაში თქვენ ხელს უშლით საზოგადოების იმ  ნაწილს, რომელიც მოტყუებული გყავთ, ზოგი დააფინანსეს და დღემდე ამ დაფინანსების საშუალებით გამოგყავთ პროტესტზე, მაგრამ ყველა კარგად ხედავს, რომ პროცესი პარალელურ რეჟიმში აბსოლუტურად განსხვავებულად ვითარდება. კიდევ მოვუწოდებ საზოგადოებას, ეს არ გვაძლევს დამშვიდების საშუალებას, ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ, მით უმეტეს იმ გარემოებაში, რომ ასეთი დაპირისპირებული პროცესები შეიქმნა ამერიკასა და ევროკავშირის ბიუროკრატიას შორის, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვიმოქმედებთ ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე და ყველა ქვეყანა ამას ცდილობს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

]]>
Sun, 14 Dec 2025 19:23:08 +0400
<![CDATA[ქართული ხორბალი როგორც მსოფლიოს უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა]]> ajaratv.ge/article/161005 https://www.ajaratv.ge/rss იუნესკო-ს მთავრობათაშორისმა კომიტეტმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება  ქართული ხორბლის კულტურა, ტრადიციები და რიტუალები კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა, ეს არის მსოფლიო დონის აღიარება იმ ჭეშმარიტებისა, რომელიც ჩვენს გენეტიკაშია კოდირებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ იუნესკოს მიერ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში ქართული ხორბლის კულტურის შეტანასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ხორბალი არის ქართული იდენტობის, სულიერებისა და ყოფის განუყოფელი ნაწილი ათასწლეულების განმავლობაში.

]]>
Sun, 14 Dec 2025 18:15:55 +0400
<![CDATA[საქართველოს პრეზიდენტი შეწყალების უფლებაზე]]> ajaratv.ge/article/161007 https://www.ajaratv.ge/rss ღონისძიების დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა შეწყალებაზე, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით შეწყალება პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებაა. თუმცა მისთვის გაუგებარია რატომ თხოვს ოპოზიცია ვინმეს შეწყალებას იმ ფონზე როცა თავად ოპოზიცია არ აღიარებს პრეზიდენტს.

]]>
Sun, 14 Dec 2025 18:13:50 +0400
<![CDATA[ვითარება გზებზე აჭარის მაღალმთიანეთში]]> ajaratv.ge/article/161008 https://www.ajaratv.ge/rss ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში, ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელი და შიდა სასოფლო გზების თოვლის საფარისგან გაწმენდის სამუშაოები, ინტენსიურად მიმდინარეობს.  სამუშაოებში ჩართულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკა.
ამ დროისთვის მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეზღუდული არ არის. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს მოუწოდებს, გადაადგილდნენ ზამთრის პერიოდისთვის შესაბამისი საბურავებით და საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენონ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები.

]]>
Sun, 14 Dec 2025 18:12:12 +0400
<![CDATA[ჩვენ გვინდა მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება და მზად ვართ ყველასთან დიალოგისთვის - მიხეილ ყაველაშვილი]]> ajaratv.ge/article/161006 https://www.ajaratv.ge/rss ყველასთვის ნათელი უნდა იყოს ჩვენი გზავნილები - ჩვენ გვინდა მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება და მზად ვართ ყველასთან დიალოგისთვის, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, თბილისი მზად არის ევროკავშირთან დიალოგისთვისაც, მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელს კრიზისი და სხვადასხვა გამოწვევა აქვს. 

„ასეთ სიტუაციაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ფხიზლად ვიყოთ, კიდევ უფრო მეტად ვიყოთ ინფორმირებულები მთლიანად საქართველოს მოქალაქეები. ამ სიტუაციაში შედეგებზე უნდა ვიმსჯელოთ. სწორედ იმან გამოიწვია ჩვენი სტაბილურობა და მშვიდობა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა იყო ინფორმირებული იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რაც დღეს მიმდინარეობს ევროკავშირთან მიმართებაში, რიგი ქვეყნების ერთმანეთთან დამოკიდებულებაში აშშ-ისა და ევროკავშირის ბიუროკრატიას შორის და ა.შ.  

 

ეს ჩვენ რას გვაძლევს? რომ კიდევ კარგად დავაკვირდეთ მოვლენებს. ჩვენი მოთხოვნა ყოველთვის ეს იყო, რომ არავინ ჩვენი მხარდამჭერი არ იქნება, თუ ჩვენ თავად არ ვიქნებით ჩვენი ქვეყნის ინტერესები დამცველები. ეს გამოიკვეთა დღევანდელ სიტუაციაში. ამიტომ, კიდევ უნდა ვიყოთ ფხიზლად, იმისთვის რომ ამ მოვლენებიდან გამოვიდეთ გამარჯვებულები. გამარჯვებაში იმას ვგულისხმობ, რომ საქართველოში არ დავუშვათ რადიკალური, ძალადობრივი მოქმედებები, სხვა ქვეყნების ჩარევები და ვიყოთ მომართულები იმისთვის, რომ უფრო სტაბილური გავხადოთ ჩვენი ქვეყანა და ამავე დროს, გავაგრძელოთ განვითარების გზა“, - განაცხდა პრეზიდენტმა.

]]>
Sun, 14 Dec 2025 18:05:57 +0400