“არცერთი საინვესტიციო წინადადება არ უნდა შემოიდოს თაროზე, უნდა განახლდეს საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა” - თორნიკე რიჟვაძე

18 მაისი 2020, 21:07 274 ნახვა

აჭარის მთავრობაში დღეს ეკონომიკის სტიმულირების, ტურიზმის ხელშეწყობის და სოფლის მეურნეობის განვითარების ანტიკრიზისულ სტრატეგიაზე იმსჯელეს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან სამინისტროებს მიეცათ დავალებები, მათ შორის ფინანსთა სამინისტროს: საინვესტიციო წინადადებების მოკლე ვადაში განხილვა და რეაგირება, საპრივატიზაციო ნუსხის განახლება და ბიზნესისთვის შეთავაზება.

“არცერთი საინვესტიციო წინადადება არ უნდა შემოიდოს თაროზე, უნდა განახლდეს საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა, სამინისტროებმა უნდა უზრუნველყონ მიმდინარე და დაგეგმილი სახელმწიფო ინფრასტრუქტურული და კერძო საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობა” - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში