დღეს აჭარაში 35 გრადუსამდე დაცხება - ღამით ამინდი შეიცვლება

21 მაისი 2020, 12:14 1916 ნახვა

დღეს აჭარაში +35 გრადუსამდე დაცხება და მზიანი ამინდი შენარჩუნდება, ღამის 3 საათიდან კი ამინდი შეიცვლება, გაძლიერდება დასავლეთის ქარი 15-20 მეტრ წამამდე და ტემპერატურა დაიკლებს. დილით ქარი ჩადგება და 22 მაისის დილა - წყნარი და უნალექო იქნება. დღის მეორე ნახევრიდან ამინდი ისევ შეიცვლება, კვლავ გაძლიერდება დასავლეთის ქარი და გაწვიმდება, იქნება ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

 

ფოტო:ბათუმის ბულვარი

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში