შერეულიდან პროპორციულამდე - აჭარის კონსტიტუცია იცვლება

04 ივლისი 2020, 20:26 519 ნახვა

ხვალ, აჭარის უმაღლესი საბჭო მესამე მოსმენით უყრის კენჭს აჭარის კონსტიტუციის  პროექტს, რითაც რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში, საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებული პროცედურები დასრულდება და ჯერი პარლამენტზე  მიდგება, სადაც ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებები საბოლოდ უნდა დაამტკიცონ. ცენტრში მიღებული ცვლილებების მსგავსად, აჭარაშიც 2020-ის არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, თუმცა ცენტრისგან განსხვავებით აქ, კონსტიტუციური ცვლილება სრულად პროპორციულს ითვალისწინებს, 2020-ის არჩევნები კი, გარდამავალი დებულებით დარეგულირდა.

ამასთან დაკავშირებით ოპოზიციას პრეტენზიები აქვს, ცენტრის მსგავსად აქაც ითხოვდნენ  8 მარტის შეთანხმების შესრულებას და მოახლოებული უმაღლესი საბჭოს არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარებას. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ სწორედ ასეთი ცვლილების პროექტი წარუდგინეს განხილვების დროს მოსახლეობას.

უმრავლესობაში კი, ამბობენ, რომ  ოპოზიციას ყველა მოთხოვნა  დაუკმაყოფილდეს, აჭარა სრულად პროპორციულ სისტემაზე გადავიდა, 2020 არჩევნები კი პარლამენტის პროპორციებს, სრულად იმეორებს.  

ხათუნა შუშანიძე
ჟურნალისტი და წამყვანი

ამავე კატეგორიაში