ქობულეთის ფესტივალი

24 ივლისი 2022, 11:06 1262 ნახვა

ქობულეთი  დღეს ზაფხულის ფესტივალს უმასპინძლებს. დღესვე  ახალი ბულვარი გაიხსნება, რომელიც პროექტ „განახლებული რეგიონების“  ფარგლებში მოწესრიგდა და რომლისთვისაც 8  მილიონ 100 ათასი ლარი დაიხარჯა.      

რაც შეხება ფესტივალს, მასში სხვადასხვა ბენდი მიიღებს მონაწილეობას, ღონისძიება  ცენტრალურ პარკში გაიმართება, იქნება  ზღვის სანაპიროზე დრამებისა და ფრანების შოუები, საბავშვო და სპორტული აქტივობები.  

მათ ვისაც გსურთ ქობულეთში ფესტივალზე დასწრება,  მსურველებისთვის დილიდან ბათუმი-ქობულეთი-ბათუმის მიმართულებით ტრანსპორტი უფასოდ მოგემსახურებათ.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში