მოცურავე ლუკა კუხალაშვილმა რომში საქართველოს ახალი რეკორდი დაამყარა

12 აგვისტო 2022, 13:07 1209 ნახვა

იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე 2022 წლის ევროპის საწყლოსნო სახეობათა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ლუკა კუხალაშვილმა 100 მ. თავისუფალი ყაიდაზე საკვალიფიკაციო გაცურვაში საქართველოს ახალი რეკორდი დაამყარა.

შედეგით 0:50.90, გააუმჯობესა დავით აბესაძის მიერ 2021 წელს ნაჩვენები დრო(0:51.33). თავად ლუკას პირადი საუკეთესო შედეგი ამ დისტანციაზე 0:51:49 წამს შეადგენდა. კუხალაშვილმა მისთვის სარეკორდი 782 ფინას ქულაც მოიპოვა და გახდა პირველი ქართველი მოცურავე,რომელმაც 100-მეტრიანი დისტანცია 51 წამზე ნაკლებ დროში დაფარა.

ეს ლუკასთვის 50-მეტრიან აუზზე დაფიქსირებული საქართველოს პირველი რეკორდია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მოცურავეთა კლუბი ავრცელებს. ლუკა ამავე სტილით 200-მეტრიან გაცურვაშიც მიიღებს მონაწილეობას.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში