პლანეტის უძლიერესი მამაკაცი ისევ ქართველია

07 სექტემბერი 2022, 10:19 857 ნახვა

თურქეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ძალისმიერ კლასიკურ სამჭიდში ახალგაზრდებს შორის თემო სამხარაძემ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ქობულეთელმა სპორტსმენმა მსოფლიო რეკორდთან ერთად, ევროპის ორი რეკორდიც დაამყარა ერთი 23 წლამდელთა შორის, ერთიც კი დიდებში.

საერთო ჯამში სამხარაძემ 995.5 კილოგრამი დაიმორჩილა, ჩაჯდომში - 390 კგ, წოლჭიმში - 220 კგ ამოწევაში - 385,5 კგ დააფიქსირა, უახლოეს მდევარს ფინელ ნუტი მანსუკოსკის 133 კგ-ით აჯობა და პლანეტის უძლიერესის წოდება ზედიზედ მეორედ მოიპოვა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში