შეხვედრა სკოლის ექიმებთან

08 სექტემბერი 2022, 11:44 279 ნახვა

დედაქალაქის შემდეგ საქართველოს სკოლის ექიმთა ასოციაცია  კომპეტენციის სტანდარტის დოკუმენტს  ბათუმის საჯარო და კერძო სკოლების ექიმებს აცნობს. შეხვედრაზე განიხილება ის ვალდებულებები, რომლებიც კანონით გაიწერა და რომელთა შესრულებაც სკოლაში მომუშავე მედიკოსებს დაევალათ. დოკუმენტში საუბარია ასევე თუ რით ეხმარება სახელწიფო სკოლის ექიმებს. სასწავლო დაწესებულებებში ექიმების კომპეტენციის სტანდარტის დოკუმენტი ორი მოწვევის  პარლამენტმა განათლებისა და ჯანდაცვის სამინსიტროების ჩართულობით დაამტკიცა. კანონის თანახმად საჯარო და კერძო სკოლები ვალდებულნი არიან ახალი  სასწავლო წლიდან  სამედიცინო სივრცით,  შესაბამისი აღჭურვილობითა და სამედიცინო პერსონალით უზრუნველყოს.  შეხვედრის ორგანიზატორებმა სკოლის ექიმების შეკითხვებასაც უპასუხეს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში