საბავშვო ბაღის აღსაზრდელების ტრანსპორტირების პროგრამის აღდგენის მოთხოვნა

16 სექტემბერი 2022, 14:30 929 ნახვა

საპროტესტო აქცია სოფელ ჭარნალში. ე.წ.-ლ ზედა მეურნეობაში მცხოვრებლების ნაწილი საბავშვო ბაღებში ბავშვების ტრანსპორტირების პროგრამის შეწყვეტას აპროტესტებს.  ადგილობრივები  აცხადებენ, რომ  ოჯახებს არ აქვთ ფინანსური საშუალება მოზარდების ტრანსპორტირება საკუთარი სახარებით უზრუნველყონ და მერიას პროგრამის აღდგენისკენ მოუწოდებენ. საკითხს  ნაციონალური მოძრაობა გამოეხმაურა, ოპოზიცია  რიგგარეშე სხდომის მოწვევას ითხოვს. ჭარნალის ადგილობრივი რწმუნებული აცხადებს, რომ თანხა, რომელიც ბაღის  აღსაზრდელების გადასაყვანად იყო განკუთვნილი სხვა მიზნობრივი პროექტებისთვის იქნება მიმართული და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება. ხელვაჩაურის მერი აცხადებს, რომ პროგრამაში ცვლილებები შევიდა, გარკვეული კატეგორიების ოჯახების სუბსიდირება მოხდება, რომლებმაც ამ თანხით  ბავშვების ტრანსპორტირება თავად უნდა უზრუნველყონ.

ნონა კირკიტაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში