მსოფლიოს კადეტთა ჩემპიონატი 8, 10 და 12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის

16 სექტემბერი 2022, 18:25 804 ნახვა

8,10 და 12 წლამდე  ჭაბუკთა და გოგონათა შორის მსოფლიო კადეტთა ჩემპიონატი გაიხსნა ბათუმში. ტურნირში 70-მდე ქვეყნის 750-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს. დაგეგმილია ტურნირის დარბაზიდან ვიდეო ტრანსლირება. 100-მდე სათამაშო დაფა კი ლაივში გადაიცემა. ყოველდღიურად პარტიების კომენტირება მოხდება. ჩემპიონატის მონაწილეები ბათუმში, 15 სექტემბერს ჩამოვიდნენ. ტურნირი ოფიციალურად დღეს გაიხსნა და 27 სექტემბერს დასრულდება. თამაშები ყოველ დღე 15 საათზე დაიწყება. ტურნირის განმავლობაში მონაწილეები მხოლოდ 1 დღეს, 22 სექტემბერს დაისვენებენ. ტურნირის მონაწილეები ქალაქის ღირსშესანიშნაობებსაც დაათვალიერებენ.  

ნონა კირკიტაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი