ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა 

23 სექტემბერი 2022, 12:24 13113 ნახვა

ქედაში ავარია მსხვერპლით დასრულდა. პირველადი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, ტურისტული მიკროავტობუსი და ტრაილერი ერთმანეთს მოსახვევში დაეჯახა. 



სასწრაფო სამედიცინო დახმარების ინფორმაციით, ერთი დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბათუმის ''BMS''-ში გადაიყვანა, სამი პაციენტი კი ზედაპირული ტრავმებით "მედალფაშია" ჰოსპიტალიზირებული.


შემთხვევის ადგილას მობილიზებებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

 

 

 

მასალა განახლებადია.

ნონა კირკიტაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი