მეწყერი სოფელ ხალაში 

26 სექტემბერი 2022, 14:37 1021 ნახვა

სოფელ ხალაში გასულ დღეებში მოსული უხვი ნალექის შედეგად, შიდა საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა. ჩახერგილია გზის სავალი ნაწილი, დაზიანდა ბუნებრივი აირის  მილი.

მოსახლეობა ამბობს, რომ 6 ოჯახი გარესამყაროს მოწყვეტილია. მათი ინფორმაციით, შესაბამის უწყებებს მიმართეს, მაგრამ ამ დრომდე უშედეგოდ.   ასევე მოსახლეობა ამბობს, რომ აღნიშნული მიმართულება დაზიანებულია, რამდენიმე ადგილას მცირე მეწყრული კერებიც ფიქსირდება. 

სოფელ ხალაში  მერის წარმომადგენელი ამბობს, რომ ძლიერი წვიმების გამო ტერიტორიაზე შეუძლებელი იყო გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება.  მისი ინფორმაციით, გეოლოგიური სამსახურის წარმომადგენლებმა  შეისწავლეს ვითარება და  მძიმე ტექნიკა დამეწყრილ კერებს ხვალიდან გაწმენდს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში