სკვერის რეაბილიტაცია

27 სექტემბერი 2022, 11:03 415 ნახვა

ქობულეთში რუსთაველის ქუჩის ნომერ 158-160 და კომახიძის ქუჩებზე მდებარე  მრავალბინიან  კორპუსებთან სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. 

გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაცია, დაისხა ბეტონის საფარი, მოწესრიგდა ტროტუარები და ინფრასტრუქტურა. დამონტაჟდა ტრენაჟორები და საბავშვო ატრაქციონები.  მოეწყო მინი სპორტული მოედანი.

ქობულეთის მერიის ინფორმაციით, ეტაპობრივად ყველა მრავალბინიანი ეზოს და სკვერის კეთილმოწყობა იგეგმება.

ამ პროექტისთვის დაახლოებით 770 ათასი ლარი დაიხარჯა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი