პუტინმა უკრაინის ოთხ რეგიონში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა

19 ოქტომბერი 2022, 16:26 540 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. 

"შეგახსენებთ, რომ დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში, ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკაში, ასევე, ხერსონისა და ზაპორიჟიეს ოლქებში, მათი რუსეთის შემადგენლობაში შესვლამდე მოქმედებდა საომარი მდგომარეობა. ახლაც ჩვენთვის აუცილებელია ამ რეჟიმის დაწესება, უკვე რუსული კანონმდებლობის ჩარჩოში. ამიტომ, მოვაწერე ხელი გადაწყვეტილებას საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ რუსეთის ფედერაციის ამ 4 სუბიექტში," - განაცხადა პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე. 

რუსული მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა საბჭოს სხდომაზე თქვა, რომ გადაწყვეტილება ფედერაციის საბჭოს დაუყოვნებლივ უნდა გაეგზავნოს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში