ბათუმს ბიზნეს ტელეკომპანია "BLOOMBERG"-ი სიუჟეტს უძღვნის და ევროპის გამორჩეულ საინვესტიციო და ტურისტულ მიმართულებად ასახელებს

15 ნოემბერი 2022, 10:35 743 ნახვა

გავლენიანი ტელეკომპანია "BLOOMBERG"-ი ბათუმის, როგორც საინვესტიციო და მრავალფეროვანი ბიზნეს შესაძლებლობების ქალაქის შესახებ, სიუჟეტს ავრცელებს.

"ბათუმი ისტორიულად ვაჭრობის ცენტრი იყო, ახლა კი დროა, ქალაქმა ეს სტატუსი კიდევ უფრო განიმტკიცოს“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ამ სიტყვებით იწყება სიუჟეტი, რომელშიც ბათუმში მიმდინარე მსხვილ საინვესტიციო-ტურისტულ პროექტებზე, ბიზნესისთვის ხელსაყრელ გარემო პირობებზე, ეკონომიკური ზრდის ტენდენციებსა და ქალაქის მრავალფეროვან ტურისტულ გარემოზეა საუბარი. „ეკონომიკური თვალსაზრისით, აჭარა ნამდვილად არის მოწინავე და მაღალი კლასის სასტუმროების არსებობა ახდენს მის, როგორც ტურისტული მიმართულების პოზიციონირებას მსოფლიოში. ჩვენი მიზანია შევქმნათ მიმზიდველი გარემო გლობალური ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებისთვის“ - ნათქვამია სიუჟეტში.

ვიდეო, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით ბიზნეს წრეების მილიონობით წარმომადგენელი იხილავს, ყურადღება ბათუმის, როგორც საერთაშორისო ბრენდებისა და ინვესტორებისთვის მიმზიდველი ქალაქის ბიზნეს შესაძლებლობებს ეთმობა. სატელევიზიო კამპანია, რომელიც ბათუმის შესახებ მომზადებულ სიუჟეტთან ერთად ვრცელ სტატიას და ონლაინ რეკლამას ითვალისწინებს, ბლუმბერგის ეთერში დღეიდან ჩაეშვება.

“ჩვენ დიდი ინვესტიცია განვახორციელეთ საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. აჭარის რეგიონს აქვს პოტენციალი იყოს მოწინავე არა მარტო ევროპაში, არამედ მსოფლიოში,“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ "BLOOMBERG"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

"ბათუმი ისტორიულად ვაჭრობის ცენტრი იყო, ახლა კი დროა, ქალაქმა ეს სტატუსი კიდევ უფრო განიმტკიცოს. ეკონომიკური თვალსაზრისით, აჭარა ნამდვილად არის მოწინავე და მაღალი კლასის სასტუმროების არსებობა ახდენს მის, როგორც ტურისტული მიმართულების პოზიციონირებას მსოფლიოში. ჩვენი მიზანია შევქმნათ მიმზიდველი გარემო გლობალური ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებისთვის. ჩვენ დიდი ინვესტიცია განვახორციელეთ საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. აჭარის რეგიონს აქვს პოტენციალი იყოს მოწინავე არა მარტო ევროპაში, არამედ მსოფლიოში", - აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში