ტურნირი ქართულ ჭიდაობაში

27 ნოემბერი 2022, 14:19 184 ნახვა

ხელვაჩაურის საჭიდაო დარბაზში, იუნესკოს მიერ ქართული ჭიდაობის მსოფლიო აღიარების დღისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური ტურნირი მიმდინარეობს ქართულ ჭიდაობაში.

ტურნირში 15 მუნიციპალიტეტის 100-მდე წარმომადგენელი  მონაწილეობს. შეჯიბრება 6 წონით კატეგორიაში მესამე დღეა მიმდინარეობს და დღეს დასრულდება. სულ 18 პრიზიორი უნდა გამოვლინდეს.

ცნობისთვის, 2018 წლის 29 ნოემბერს იუნესკომ ქართული ჭიდაობა მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეიტანა. 

წელს პირველად თბილისში ქართულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატიც ჩატარდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში