სოციალურად დაუცველ ოჯახს გამოსახლება ემუქრება

29 ნოემბერი 2022, 14:31 1418 ნახვა

ქობულეთის სოფელ გორგაძეებში მცხოვრები გია გორგილაძის ოჯახს  გამოსახლება ემუქრება.  ადგილზე დღეს პოლიცია იყო მობილიზებული. როგორც სახლის მეპატრონე ამბობს, კერძო მევახშესთან ფინანსური დავალიანების გამო,  საცხოვრებელი სახლი უნდა დაცალონ. სოციალურად დაუცველი  6 წევრიანი ოჯახი პროცესის სამი თვით გადავადებას ითხოვს.

გორგილაძეები ამბობენ, რომ  პირველ ეტაპზე  კერძო მევახშისთვის 22 ათასი დოლარი უნდა მიეცათ, ახლა  კი სახლის ახალი მეპატრონე 50 ათას დოლარს ან საცხოვრებლის დაცლას ითხოვს.

როგორც გორგილაძეები ამბობენ, ისინი ალტერნატიულ ფართსაც სთავაზობენ მევალეს, თუმცა უშედეგოდ.  ოჯახის უფროსი დღეს  ჩაქვის პოლიციაში დაიბარეს დამატებითი დეტალებისთვის.  

ადგილზე უფლებადამცველები იმყოფებიან, რომლებიც ამბობენ რომ მსგავსი სიტუაცია არასწორი საბანკო პოლიტიკის გამო იქმნება.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში