ლიტერატურული კონკურსი ,,ზღვაური-2022“

11 დეკემბერი 2022, 17:30 724 ნახვა

ფრიდონ ხალვაშისა და ზურაბ გორგილაძის სახელობის ლიტერატურული კონკურსი „ზღვაური“ დასრულდა. ახალგაზრდა პოეტებისა და მწერლების დაჯილდოვების ცერემონია მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა.

„ზღვაური 2022-ში „ მონაწილეობა საქართველოს ყველა რეგიონიდან მიიღეს. კონკურსი სამი თვის წინ გამოცხადდა. ფინალისტებს შორის წელს ყველაზე მეტი 120 კონკურსანტი მოხვდა. გამარჯვებულები სპეციალურმა ჟიურიმ  ისე გამოავლინა, რომ მათ არ იცოდნენ ვინ იყო ნაწარმოების ავტორი. 

ოქროს დიპლომი და „ზღვაურის“ ლოგო  ორმა მონაწილემ მიიღო, სიგელებით დაჯილდოვდა ათობით კონკურსანტი.

გამარჯვებული მონაწილეების ნამუშევრები ლიტერატურულ ჟურნალ „ზღვაურში„ დაიბეჭდება, რომლის ცხრა ნომერი უკვე გამოვიდა. ფესტივალი 12 წლის წინ პოეტმა ბელა ქებურიამ დააფუძნა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში