კანადამ აბრამოვიჩს აქტივები დააყადაღა

20 დეკემბერი 2022, 12:45 786 ნახვა
00:00
00:00

კანადის მთავრობა რუსი ოლიგარქის რომან აბრამოვიჩის კუთვნილი კომპანიის აქტივების დაყადაღებასა და კონფისკაციას გეგმავს. საუბარია 26 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივებზე. ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ განაცხადა. კანადას რომან აბრამოვიჩი შავ სიაში ჰყავს შეყვანილი.

ეს ნაბიჯი იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც მთავრობა თავის ახალ უფლებამოსილებას გამოიყენებს სანქციების ქვეშ მყოფი პირების აქტივების დასაყადაღებლად. კანადის მთავრობა ჩამორთმეული აქტივებიდან მიღებული თანხების უკრაინის აღდგენისთვის გამოყენებას გეგმავს. როგორც მელანი ჯოლიმ აღნიშნა, კანადა გააგრძელებს რუსეთის რეჟიმზე ზეწოლას.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი