ტრაგედია სამტრედიაში

28 იანვარი 2023, 17:12 536 ნახვა

სამტრედიაში კორპუსის სახურავიდან 45 წლამდე კაცი გადმოვარდა, იგი  ადგილზევე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ის ადგილობრივია და სახურავზე გამაგრებით სამუშაოებს ასრულებდა.

კაცი ერთ-ერთ კომპანიას ჰყავდა დაქირავებული, რომელიც სტიქიის შედეგად დაზიანებული სახურავების რეაბილიტაციას ასრულებდა.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს გამოძიება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში