წალენჯიხაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

23 თებერვალი 2023, 10:14 926 ნახვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამეგრელოში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. 

მათივე ინფორმაციით, მოქალაქეს ლენტური ტიპის არარეგისტრირებული სახერხი საამქრო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკიფუში ჰქონდა მოწყობილი. საამქროს ტერიტორიაზე განთავსებული იყო წაბლის სახეობის 93 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი) და 14 კუბურ მეტრამდე მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი, ძელი).

სატყეო სააგენტოს ცნობით,  ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაიგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში