ევროპალიგის და კონფერენსლიგის მატჩები 

14 აპრილი 2023, 10:13 547 ნახვა

ევროპალიგასა და კონფერენსლიგაზე მეოთხედფინალის პირველი მატჩები ჩატარდა. როტერდამის ფეიენოორდმა რომას 1:0 მოუგო. ტურინის იუვენტუსმა ლისაბონის სპორტინგი ფედერიკო გატის ერთადერთი გოლით დაამარცხა.

მანჩესტერ იუნაიტედი სევილიასთან მარსელ ზაბიცერის დუბლით 21 წუთში 2:0-ს იგებდა, თუმცა ბოლო 10 წუთში იუნაიტედის მცველებმა საკუთარ კარში ორჯერ გაიტანეს და შეხვედრა 2:2 დასრულდა. ნიკა კვეკვესკირის ლეხი ფიორენტინასთან საკუთარ მოედანზე 1:4 დამარცხდა. ნიკა ძირითად შემადგენლობაში იყო და მწვრთნელმა 75-ე წუთზე შეცვალა.

კონფერენსლიგაზე ანდერლეხტმა ალკმაარს 2:0 სძლია, ბაზელისა და ნიცას მატჩი 2:2 დასრულდა, ხოლო გენტმა და ვესტ ჰემმა ფრედ ითამაშეს - 1:1. საპასუხო მატჩები ერთ კვირაში გაიმართება.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში