პუტინი ოკუპირებულ ხერსონისა და ლუგანსკის ოლქებში ჩავიდა

18 აპრილი 2023, 10:35 591 ნახვა

კრემლის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის დროებით ოკუპირებულ ხერსონისა და ლუგანსკის ოლქებში იმყოფებოდა.

კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა ხერსონის ოლქში რუსეთის ჯარების „დნეპრის“ დაჯგუფების, ლუგანსკში ეროვნული გვარდიის „აღმოსავლეთის“ შტაბები მოინახულა და რუს სამხედროებს აღდგომა მიულოცა. ამასთან, დაუზუსტებელია, როდის იმყოფებოდა პუტინი ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

უკრაინის ხელისუფლებაში აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების დაწყებიდან პუტინი ნაწილობრივ ოკუპირებული ხერსონისა და ლუგანსკის ოლქებში პირველად იმყოფებოდა. მანამდე, 19 მარტს კრემლმა რუსეთის პრეზიდენტის მარიუპოლში ჩასვლის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი