პუტინი კუთხეში მოქცეული ცხოველია - ვოლოდიმირ ზელენსკი

03 ივნისი 2023, 11:48 576 ნახვა

უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება. გენშტაბის ცნობით, გასულ დღეს მტერმა 67 საჰაერო და 17 სარაკეტო დარტყმა განახორციელა. ძირითადი ძალისხმევა ფოკუსირებულია ლუჰანსკისა და დონეცკის რეგიონების სრული ოკუპაციის მცდელობისკენ. აღნიშნული მიმართულებით გასულ დღეს 29 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

დონეცკის რეგიონის ქალაქ მაკიივკაში აფეთქების დროს დაიღუპა 2 ადამიანი, მათ შორის 4 წლის ბავშვი. მტერმა საჰაერო იერიში მიიტანა ზაპოროჟიეს ოლქის სოფლებზე.

გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით რუსეთის თავისუფლების ლეგიონი ბელგოროდის მცხოვრებლებს უკრაინაში ევაკუაციას სთავაზობს. ლეგიონის განცხადებით საკითხი უკრაინის სარდლობასთან აქვთ შეთანხმებული და სურვილის შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ ჰუმანიტარული დერეფნით ისარგებლონ.

რაც შეეხება კონტრშეტევის დაწყებას, პრეზიდენტის თქმით, უკრაინული მხარე ამისთვის მზად არის, თუმცა უცნობია ამას რამდენი დრო დასჭირდება, ვინაიდან შესაძლოა ვითარება სრულიად განსხვავებული გზით წავიდეს. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კონტრშეტევა ომის დინამიკას შეცვლის.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში