“ერთი დღე საქართველოში - გაიცანი აჭარა“ - სპეციალური მიღება ბუდაპეშტში

08 ივნისი 2023, 14:40 493 ნახვა

 “ერთი დღე საქართველოში - გაიცანი აჭარა“ - უნგრეთის დედაქალაქმა   სპეციალურ  მიღებას უმასპინძლა, რომელიც ევროპულ ქვეყნებში აჭარის პოპულარიზაციის მიზნით იმართება.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ  ღონისძიებაზე  ქართული კულტურა, ღვინო და გასტრონომია იყო წარმოდგენილი. პრეზენტაცია მოეწყო უნგრეთის წამყვანი მედია საშუალებების, ტურ-ოპერატორების და ბლოგერებისთვის.

შეხვედრების მიზანი, ბათუმის, როგორც მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულების პოზიციონირება და ქვეყანაში ევროპელი ტურისტების მოზიდვაა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში