პუტინის ომი უკრაინაში

16 ივნისი 2023, 20:10 518 ნახვა

უკრაინის რამდენიმე ოლქში, მათ შორის კიევის ოლქსა და დედაქალაქ კიევში საჰაერო განგაშია გამოცხადებული, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი მოქალაქეებს მოუწოდებს, ყურადღებით მოეკიდონ საჰაერო განგაშს. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსებმა ჩრდილოეთის მიმართულებით „კალიბრის“ ტიპის რამდენიმე ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს. ომი უკრაინაში- ვნახოთ რეპორტაჟი

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში