დიდგორობის აღსანიშნავად ქობულეთში დავით აღმაშენებლის ძეგლი გვირგვინებით შეამკეს

12 აგვისტო 2023, 14:46 643 ნახვა

ქობულეთში,აღმაშენებლის ქუჩის დასაწყისში მეფე დავით აღმაშენებლის ძეგლი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომaდგენლებმა გვირგვინებით შეამკეს. დავით აღმაშენებლის ძეგლი ქობულეთში მერიის დაფინანსებით წელს, ორი თვის წინ დაიდგა.გამომსვლელებმა დავით აღმაშენებლის ღვაწლზე და ქართული სახელმწიფოებრიობის წინაშე დამსახურებაზე ისაუბრეს. ღონისძიება დიდგორობის დღის აღსანიშნავად გაიმართა

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში