ენმ ქობულეთის მერის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს

06 სექტემბერი 2023, 11:38 466 ნახვა

ქობულეთის მერის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს ნაციონალური მოძრაობა. ოპოზიცია კორუფციულ გარიგეგებზე მიუთითებს, ამჯერად საქმე ეხება ქობულეთის სანდასუფთავების სამსახურის ბუღალტერს. როგორც ირკვევა, თინათინ კონცელიძემ, მეეზოვებისთის განკუთვნილი  სახელფასო თანხა უკანონოდ მიითვისა, საუბარია 20 ათას ლარზე. თანხის უკანონო მითვისების ფაქტი, აუდიტის სამსახურმა გამოავლინა. დოკუმენტაციის შემოწმების  დროს აღმოჩნდა, რომ ბუღალტერი ყოფილი თანამშრომლების სახელზე წერდა თანხებს და შემდეგ ითვისებდა. ქობულეთის მერიის პრესამსახურის ინფორმაციით, ბუღალტერი თანამდებობიდან განთავისუფლებულია და მის წინააღმდეგ საგამოძიებო მოქმედებებიც მიმდინარეობდა. ყოფილი ბუღალტერი სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში