ბრიფინგი ენმ-ში

23 სექტემბერი 2023, 14:19 487 ნახვა

''ნაციონალური მოძრაობის'' აჭარის ორგანიზაციაში დღეს ბრიფინგი გაიმართა. პარტიის წევრები 27 სექტემბერს ბათუმში აქცია-მსვლელობას აანონსებენ. ისინი სიმბოლურად სოხუმის ქუჩაზე შეიკრიბებიან.

პარტიაში ამბობენ, აქციამდე აქტიურად შეხვდებიან დევნილ მოსახლეობას. ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრები დარწმუნებულები არიან, რომ უკრაინა ოკუპანტ რუსეთთან ბრძოლაში გაიმარჯვებს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსები მნიშვნელოვნად გაიზრდება.

შექმნილი ვითარება კი როგორც აცხადებენ, ქართულმა სახელმწიფომ სწორად უნდა გამოიყენოს.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში