სპორტული მოედნის რეაბილიტაცია

13 ნოემბერი 2023, 11:00 668 ნახვა

ქედაში, სოფელ ზუნდაგაში სპორტულ მოედანს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მოეწყო ხელოვნური საფარი, ღობეები, განათებები. მინი სტადიონი სოფელ ზუნდაგის დაწყებითი სკოლის მიმდებარედაა და შესაძლებელი იქნება სპორტის გაკვეთილის ღია სივრცეში ჩატარებაც.   

სამუშაოებისთვის 104 ათას ლარამდე დაიხარჯა. ქედის მერიის ინფორმაციით, წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება ასევე გოგიაშვილებისა და დანდალოს მინი სტადიონებს. 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში