ცვლილებები თავდაცვის კოდექსი

24 ნოემბერი 2023, 11:30 316 ნახვა

თავდაცვის კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს ამ  წუთებში ადამიანის  უფლებათა  დაცვის კომიტეტში.  ცვლილებებს, რომლებიც სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების წესების გამკაცრებას ეხება, დეპუტატებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე აცნობს. 

ცვლილებების თანახმად სტუდენტები, რომლებიც სრულად დისტანციურ რეჟიმში სწავლობენ, სამხედრო სამსახურის გადავადებას ვერ შეძლებენ. სიახლე  ეხება მათაც, ვინც უცხო ქვეყნის უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარა, თუმცა გამგზავრების ვალდებულება არ აქვს და სწავლას დისტანციურ რეჟიმში ახორციელებს.

ცვლილებების თანახმად, პირს უფლება აქვს ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება გაასაჩივროს, თუმცა ეს არ აჩერებს მის მოქმედებას.

არასამხედრო, ალტერნატიული შრომის შესახებ საქართველოს კანონის მიღების შემდეგ სასულიერო პირებს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადება აღარ შეუძლიათ.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში