ჩაქვში ეკალ-ბარდს და გამხმარ ბალახს ცეცხლი უკიდია

27 თებერვალი 2024, 20:19 600 ნახვა

დაბა ჩაქვში, მეშვიდე რაიონის დასახლებაში ეკალ-ბარდს ცეცხლი უკიდია. ხანძარი, დაახლოებით, 7 ჰექტარ ტერიტორიაზეა გავრცელებული. ცეცხლის გამომწვევი მიზეზი, სავარაუდოდ, ადგილობრივების მიერ, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების წვის პროცესი გახდა.

ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფია მობილიზებული. მაშველები ხანძრის კერების ლოკალიზებას ცდილობენ.

შემთხვევის ადგილზე ქობულეთის მერი იმყოფება. ლევან ზოიძის თქმით, ცეცხლი დასახლებული პუნქტისგან მოშორებითაა და მოსახლეობას, ამ დროისთვის, საფრთხე არ ემუქრება.

მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, უსაფრთხო ადგილასაა გაყვანილი ხანძრის კერასთან ახლოს მცხოვრები ორი ოჯახი.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, ხანძრის ქრობის პროცესი, ამ დრომდე, გრძელდება.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში