პოლიციაზე და საკუთარ მამაზე ძალადობაში მსჯავრდადებული შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა, რაც მისი „ნაცური“ გადაწყვეტილებაა - მამუკა მდინარაძე

13 აპრილი 2024, 14:44 241 ნახვა

პოლიციაზე და საკუთარ მამაზე ძალადობაში მსჯავრდადებული შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა, რაც არის მისი „ნაცური“ გადაწყვეტილება, - ასე აფასებს "ქართული ოცნების" ლიდერი, მამუკა მდინარაძე პრეზიდენტ, ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების შესახებ.

„უნდა გვახსოვდეს, რომ არა მხოლოდ პოლიციელზე ძალადობაში, არამედ, ოჯახურ ძალადობაში, საკუთარ მამაზე ძალადობაში მსჯავრდადებული ადამიანიც არის [ლაზარე გრიგორიადისი]. პოლიციაზე და საკუთარ მამაზე ძალადობაში მსჯავრდებული შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა, რაც არის მისი „ნაცური“ გადაწყვეტილება, მეტი არაფერი. როდესაც იწყალებ პოლიციაზე და საკუთარ მამაზე თავდამსხმელს, ეს უკვე შენი პოლიტიკური მრწამსის შემადგენელი ნაწილია და არ უნდა დაგვავიწყდეს წინა პერიოდში ვინ შეიწყალა. გაიხსენეთ, მის შეწყალებულთა სია და ამით უკვე დასკვნები მარტივად გამოსატანია“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

მდინარაძემ ისაუბრა, გრიგორიადისის შეწყალების გადაწყვეტილების გაცხადების შემდგომ, პრეზიდენტის ფოტოგრაფის მიერ, სამსახურის დატოვებაზე.

„გია აბდალაძე არის ძალიან ღირსეული ადამიანი და სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, ალბათ. მისი ეს გადაწყვეტილება საერთოდ არ გამკვირვებია” - განაცხადა მდინარაძემ.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში