ავტოავარიას ბათუმში ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

26 მარტი 2017, 00:00 10977 ნახვა

მსხვერპლით დასრულებული ავტოსაგზაო შემთხვევა. ჭავჭავაძისა და ასათიანის ქუჩების კვეთაში 28 წლის ქალს მანქანა დაეჯახა. სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმის თქმით, ადგილზე მისულ მედიკოსებს ახალგაზრდა ქალი უგონო მდგომარეობაში მრავლობითი მოტეხილობით, მათ შორის ქალა ფუძის მოტეხილობით დახვდა. დაშავებულს ადგილზე გაეწია პირველი დახმარება და გადაიყვანეს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. სადაც მიყვანისთანავე გარდაიცვალა. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში