ჩვენი სოლიდარობა უკრაინის მიმართ არის მტკიცე, რაც გამოიხატება პოლიტიკურ, დიპლომატიურ, ჰუმანიტარულ მხრადაჭერაში, ამ სულისკვეთებით გავაგრძელებთ მოქმედებას - პრემიერი

11 ივნისი 2024, 17:38 258 ნახვა

ჩვენი სოლიდარობა უკრაინის მიმართ, უკრაინელი ხალხის მიმართ არის ძალიან მტკიცე, ეს სოლიდარობა გამოიხატება პოლიტიკურ, დიპლომატიურ, ჰუმანიტარულ მხრადაჭერაში, მომავალშიც ამ სულისკვეთებით გავაგრძელებთ მოქმედებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკოლი კობახიძემ განაცხადა ბერლინში, სადაც უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

მისივე თქმით, კონფერენცია, უკრაინის აღდგენაზე მსჯელობა ძალიან მნიშვნელოვანია.

"გვქონდა საშუალება, ორჯერ გამოვსულიყავით სიტყვით, ერთხელ პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების ფორმატში, ერთხელ გაფართოებულ ფორმატში, ასევე სესიებს შორის გვქონდა საშუალება, გავსაუბრებოდით პრემიერ-მინისტრებს, ვიცე-პრემიერებს, საგარეო საქმეთა მინისტრებს. მთლიანობაში ჩვენი ქვეყნის მონაწილეობა ამ ღონისძიებაში იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი სოლიდარობა უკრაინის მიმართ, უკრაინელი ხალხის მიმართ არის ძალიან მტკიცე, ეს სოლიდარობა გამოიხატება პოლიტიკურ მხარდაჭერაში, დიპლომატიურ, ჰუმანიტარულ მხრადაჭერაში, რა თქმა უნდა, მომავალშიც ამ სულისკვეთებით გავაგრძელებთ მოქმედებას.

 

უკრაინა არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა, უკრაინელი ხალხი არის ჩვენი მეგობარი ხალხი და ყველა მაქსიმალურად უნდა ზრუნავდეს უკრაინის აღდგენაზე, უკრაინაში იმ მდგომარეობის დაბრუნებაზე, რომელიც იყო შექმნილი ამ ქვეყანაში ომის დაწყებამდე. ეს არის ყველას პასუხისმგებლობა, ეს არის მეგობრების პასუხისმგებლობა. ჩვენი ქვეყანა არის უკრაინის მეგობარი ქვეყანა და, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში მაქსიმალურ მონაწილეობას მივიღებთ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო, შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალურ მონაწილეობას მიიღებს უკრაინის აღდგენის პროცესში.

„უკრაინა არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა, უკრაინელი ხალხი არის ჩვენი მეგობარი ხალხი და, რა თქმა უნდა, ყველა მაქსიმალურად უნდა ზრუნავდეს უკრაინის აღდგენაზე, უკრაინაში იმ მდგომარეობის დაბრუნებაზე, რომელიც ამ ქვეყანაში იყო შექმნილი ომის დაწყებამდე. ეს არის ყველას პასუხისმგებლობა, ეს არის მეგობრების პასუხისმგებლობა, ჩვენი ქვეყანა არის უკრაინის მეგობარი ქვეყანა და ამ ყველაფერში მაქსიმალურ მონაწილეობას მივიღებთ, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში,“- აღნიშნა პრემიერმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში