თემო სამხარაძე ძალისმიერ სამჭიდში მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონია

09 სექტემბერი 2024, 10:01 268 ნახვა

მალტაში ძალისმიერ სამჭიდში მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც წარმატებით იასპარეზა თემურ სამხარაძემ. სპორტსმენმა სამჭიდის ჯამში ოქროს მედალი მოიპოვა.

ქართველმა ათლეტმა ჩაჯდომში 390 კილოგრამი დააფიქსირა, წოლჭიმში 242.5 კილოგრამი დაძლია, ამოწევაში 411კილოგრამი ამოწია, რითაც მსოფლიოსა და ევროპის რეკორდი დაამყარა. ისტორიაში კი ეს ყველაზე დიდი წონაა, რაც აწეულა. 

თემურ სამხარაძე ოთხ გზის მსოფლიო ჩემპიონია.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში