ორგანიზაცია „საფარის“ განცხადება სუროგატი ქალების საქმეზე

30 აპრილი 2025, 14:01 88 ნახვა

ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია „საფარი”  კომპანია „ქინდერლის” ჩამოყვანილი სუროგატი დედების საქმის ობიექტურ გამოძიებას და მათთვის დაზარალებულის  სტატუსის მინიჭებას ითხოვს. 

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა  გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ კომპანიის მიერ ჩამოყვანილი სუროგატი დედები დაუცველები არიან და  გაუსაძლის პირობებში, სუროგაციით გაჩენილ მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად იმყოფებიან.

ორგანიზაცია სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგით დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გადაიყვანოს სუროგატი დედები თავშესაფარში და გაუწიოს საჭირო მომსახურება. „საფარი“ პროკურატურას რეპროდუქციული მედიცინის სააგენტოს Kinderly-ს წინააღმდეგ გამოძიების მოთხოვნითაც მიმართავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში