ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 31-ე ტურის მატჩი გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ სტუმრად „ჟირონასთან“ ჩაატარა და 93:84 გაიმარჯვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა მოედანზე 29 წუთი გაატარა, ხოლო თავის გუნდს 14 ქულა, 5 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება შესძინა.
ამ მაჩვენებლით შერმადინი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
31 ტურის შემდეგ ქართველი მოთამაშის გუნდს 48 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მეორე ადგილზეა, „ტენერიფე“ მხოლოდ მადრიდის „რეალს“ ჩამორჩება.