უკრაინის უმაღლესმა რადამ აშშ-სა და უკრაინის მთავრობებს შორის გაფორმებული „აშშ-უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ“ შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა.
დოკუმენტს მხარი 338-მა დეპუტატმა დაუჭირა. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომ ეს ისტორიული მოვლენაა უკრაინისთვისაც და ამერიკისთვისაც.