მსოფლიო ჩემპიონატი პარაძიუდოში 

15 მაისი 2025, 09:44 95 ნახვა

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე პარაძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ზვიად გოგოჭურმა ფინალში უზბეკი დავურხონ კარომატოვი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა. გოგოჭური ერთადერთი ქართველი პარასპორტსმენია, ვისაც პარალიმპიური თამაშები, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები აქვს მოგებული.

მსოფლიო პირველობაზე ბრინჯაოს მედლებს ზურაბ ზურაბიანი და ლაშა ყიზილაშვილი დაეუფლნენ. მანამდე მსოფლიოს ჩემპიონები საქართველოს ნაკრების წევრები – გიორგი ქალდანი და საბა ბაღდავაძე გახდნენ.

ამ შედეგით საქართველოს ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა. პარაძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატი დღეს, გუნდური პირველობით დასრულდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი