ვიდრე კონკრეტული ოპოზიციური პარტიები გადაწყვეტენ მიიღონ თუ არა მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში, ვიდრე ისინი ერთმანეთისგან ამ საკითხზე მკაფიო და ღია პასუხს ელოდებიან, მმართველ გუნდში აანონსებენ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოგებას.
დღეს ეს პრემიერმა კიდევ გაიმეორა და თქვა, რომ ოპოზიცია „დიფ სთეითის“ დავალებას ელოდება გადაწყვეტილების მისაღებად.