2025 წლის პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 56 მილიარდ ლარამდე გაიზარდა - საქსტატი

04 ივნისი 2025, 15:19 182 ნახვა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 14.5 პროცენტით გაიზარდა და 56.0 მილიარდი ლარი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2025 წლის პირველ კვარტალში მისი მოცულობა 20.7 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 15.6 პროცენტით მეტია.

ამასთან, საქსტატის ანგარიშით, 2025 წლის პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 70.6 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 13.5 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 15.9 პროცენტი კი – მცირე ბიზნესზე. განსხვავებული განაწილება იყო პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა პროდუქციის გამოშვების 48.6 პროცენტი, საშუალოზე – 23.1 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე – 28.3 პროცენტი.

„საანგარიშო პერიოდში, საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 28.8 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.9 პროცენტით მეტია, ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა – 17.2 მილიარდი ლარი, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდს 7.9 პროცენტით აღემატება.

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 771.0 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 2.9 პროცენტით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 43.9 პროცენტი ქალი იყო, ხოლო 56.1 პროცენტი – კაცი. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 43.7 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 20.7 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 35.5 პროცენტი – მცირე ბიზნესზე.

საანგარიშო პერიოდში, დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 718.9 ათასი კაცი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.2 პროცენტით მეტია, ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 4 776.5 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდს 11.9 პროცენტით აღემატება.

ამასთან, 2025 წლის პირველ კვარტალში, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2 169.6 ლარს გაუტოლდა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 184.2 ლარით. მათ შორის ქალების ხელფასმა 1 711.5 ლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდს 152.3 ლარით აღემატება. საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი კი შემდეგნაირია:

მსხვილი ბიზნესი – 2 311.0 ლარი; საშუალო ბიზნესი – 2 559.1 ლარი; მცირე ბიზნესი – 1 675.8 ლარი.

2025 წლის პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი – 35.9 პროცენტი მოდის ხელოვნება, გართობა და დასვენების დარგზე, მეორე ადგილზეა ვაჭრობა 32.7 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა – 7.1 პროცენტიანი წილით, მშენებლობა – 5.0 პროცენტიანი წილით, ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4.7 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება – 4.4 პროცენტიანი წილით, ხოლო 10.2 პროცენტი დანარჩენ დარგებზე ნაწილდება.

საანგარიშო პერიოდში, ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (18.1 პროცენტი) და ვაჭრობა (17.1 პროცენტი), შემდეგ მოდის მშენებლობა (15.1 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (12.6 პროცენტი) და ტრანსპორტი და დასაწყობება (9.1 პროცენტი), ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 28.0 პროცენტიანი წილი უჭირავს.

2025 წლის პირველ კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ვაჭრობის, დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები ლიდერობენ შესაბამისად, 29.1, 11.7 და 9.7 პროცენტიანი წილებით. სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.0 პროცენტი), მშენებლობის (7.7 პროცენტი), აგრეთვე ინფორმაცია და კომუნიკაციის (6.1 პროცენტი) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების (5.3 პროცენტი) დარგის საწარმოებზეც.

რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას რეგიონების მიხედვით, პირველ ადგილზეა ქ. თბილისი – 66.0 პროცენტით. შემდეგ მოდის აჭარის ა.რ. – 9.3 პროცენტით. სხვა რეგიონების მაჩვენებლები კი ასე ნაწილდება: იმერეთი – 6.5 პროცენტი; ქვემო ქართლი – 5.4 პროცენტი; სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.4 პროცენტი; კახეთი – 2.7 პროცენტი; შიდა ქართლი – 2.2 პროცენტი; მცხეთა-მთიანეთი – 1.7 პროცენტი; სამცხე-ჯავახეთი – 1.4 პროცენტი; გურია – 0.9 პროცენტი; რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.3“, – აღნიშნულია საქსტატის ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში