საქართველოს პრემიერ-მინისტრი უნგრეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

12 ივნისი 2025, 14:03 135 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ლასლო კოვერს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც ბუდაპეშტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში, მათ შორის საპარლამენტო დონეზე არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას.

„ამ კონტექსტში აღინიშნა საქართველოსა და უნგრეთის საკანონმდებლო ორგანოებს შორის გაფორმებული ჩარჩო-ხელშეკრულების მნიშვნელობა, რომელიც მიზნად ისახავს ორმხრივი ურთიერთობებისა და ურთიერთსასარგებლო გაცვლების ხელშეწყობას. უნგრეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრს დაუდასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მიმართ“, - ნათქვამია საქართველოს მთავრობის ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში