‘’სურსათის ნარჩენების შემცირებისა და მართვის’’ საკითხებზე იმსჯელეს ბათუმში მიმდინარე ტრენინგზე. შეხვედრა საერთაშორისო პროექტის “FOODWISE” ფარგლებში გაიმართა.
ღონისძიებაზე, რომელსაც აჭარის და გურიის მუნიციპალიტეტების, სტუმარმასპინძლობის სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, კვების პროდუქტების ნარჩენების პრევენციისა და მართვის კუთხით არსებულ გამოწვევებზე, ქვეყანაში არსებულ პრაქტიკასა და ამ კუთხით, უცხოურ გამოცდილებაზე ისაუბრეს.
პროექტი “FOODWISE” Interreg NEXT Black Sea Basin პროგრამის პროექტს წარმოადგენს და ევროკავშირის თანადაფინანსებით ხორციელდება.