ირაკლი კობახიძე თორნიკე რიჟვაძის შესახებ

14 ივლისი 2025, 19:57 255 ნახვა

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი.  აჭარის მაუწყებლის შეკითხვის საპასუხოდ ირაკლი კობახიძემ განაცხადა,  რომ რიჟვაძესთან    დაკავშირებული საქმე პირად კონტროლზე ჰყავს, დამატებით დეტალებზე კი  არ უსაუბრია. შეგახსენებთ  ორდღიანი მკურნალობის შემდეგ  აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. მას ჭრილობა ფილტვის არეში აქვს მიყენებული.   გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის დაწყებული. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში