ერაყში სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

17 ივლისი 2025, 09:48 128 ნახვა

ერაყში, ალ-კუტში მდებარე სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე 60 ადამიანი ემსხვერპლა. ცეცხლი 5 სართულიან შენობაში ღამით გაჩნდა.

ადგილზე მეხანძრე-მაშველები ხანძრის ლოკალიზებას ცდილობდნენ, მოსალოდნელია მსხვერპლის რაოდენობის ზრდაც, რადგან სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია და ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი