თორნიკე რიჟვაძეზე კორუფციული ბრალდებების გავრცელება “ტვ პირველისა” და მელაძის საინფორმაციო ხაზიდან ხდება – ირაკლი კობახიძე

21 ივლისი 2025, 23:34 63 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თორნიკე რიჟვაძეზე გავრცელებული კორუფციული ბრალდებები მოდის კონკრეტული საინფორმაციო ხაზიდან  - “ტვ პირველისა” და ნოდარ მელაძის გუნდის მხრიდან.

“ერთი საინტერესო გარემოება იყო, როდესაც საუბარი იყო კორუფციულ ბრალდებებზე, თუ ვინმე ახმოვანებდა ასეთ ბრალდებებს რიჟვაძის წინააღმდეგ ის იყო ზუსტად იგივე ხაზი, ეს იყო პირველ რიგში ტვ პირველი, იგივე ნოდარ მელაძის ხაზი და ასევე იყო ერთ-ერთი ჟურნალისტი თუ რა ჰქვია არ ვიცი, რომელიც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში თორნიკე რიჟვაძის წინააღმდეგ ავრცელებდა ბრალდებებს კორუფციასთან დაკავშირებით და კონკრეტულად ბარიგების მფარველობასთან დაკავშირებით და თქვენ რომ გაიხსენოთ თორნიკე რიჟვაძის წერილი, აქ საუბარია სწორედ კორუფციულ ბრალდებებზე და ბარიგების მფარველობასთან დაკავშირებულ ბრალდებებზე. 

ეს კონკრეტული ბრალდება, ბოლო ბრალდება ბარიგების მფარველობა ეწერა ერთ-ერთი კონკრეტული ადამიანის პოსტში, რომელიც ლევან ხაბეიშვილთან და ნოდარ მელაძესთან ერთად ზის იგივე კორუფციულ წყაროზე, რომელზეც ეს ადამიანებიც ისხდნენ. აქ ყველაფერი დღესავით ნათელია, ვიღაცას უნდოდა ზეწოლის განხორციელება თორნიკე რიჟვაძეზე და ასეთ ბრალდებებს აწერინებდა" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ რუსთავი 2-ის ეთერში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი