სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა 

01 აგვისტო 2025, 10:18 140 ნახვა

სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის კმ124-კმ139 (დაბა სტეფანწმინდა-ლარსი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. აღნიშნული საავტომობილო გზის 135-ე კმ-ზე (დევდორაკი-ამალის ხეობა) ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში“, – ნათქვამია გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

მოძრაობა აღდგა ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე, სოფელ თვალივთანაც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი